EURUSD - ხუთტალღიანი იმპულსი შესაძლოა ჯერ არ დასრულებულა

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

EURUSD-ს 1-საათიანი გრაფიკი მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა, იმპულსური ტალღა ③, რომელიც (1)-(2)-(3)-(4)-(5) ქვეტალღებისგან შედგება, ჯერ არ დასრულებულა. წყვილი ტალღა (5)-ის კორექციის ფაზას გადის და ტალღა 4-ს აყალიბბს, რომელსაც ტალღა 5 მოჰყვება, რომელიც ტალღა (5)-ს დაასრულებს. ტალღა 4-ს (A)-(B)-(C)-(D)-(E) სამკუთხედის სტრუქტურა აქვს, რომელშიც მალე ტალღა (E)-ს დასრულებაა მოსალოდნელი.

ტალღა (5)-თან ერთად, წყვილი სავარაუდოდ 1.221 დონეზე ავა, სადაც ტალღა 5-ის სიგრძე, ტალღა 3-ის 76.4 პროცენტს მიაღწევს.

ალტერნატიული სცენარით, იმპულსური ტალღა ③ უკვე დასრულდა. ეს ნშნვს, რომ ჯერი კორექციულ ტალღა ④-ზეა. მასთან ერთად, წყვილის ფასი სავარაუდოდ, 1.149 დონეზე დაეშვება, სადაც ტალღა ④, აღმავალი ტალღა ③-ის 38.2 პროცენტს გადაფარავს.