EURUSD: ტალღური ანალიზი (14-21 დეკემბერი)

ყოველდღიური ტექნიკური ანალიზი

EURUSD წყვილის ზრდის პერსპექტივა კვლავ შენარჩუნებულია. შემობრუნების სავარაუდო წერტილია 1.1306.

ძირითადი სცენარი: გრძელი პოზიციები აქტუალობას 1.1306-ზე მაღლა, კორექციების შემდეგ ინარჩუნებს. მიზანია 1.1511 – 1.1586.

ალტერნატიული სცენარი: ძირითადი სცენარი ძალას დაკარგავს, თუ წყვილის ფასი 1.1306-ზე დაბლა ჩამოვა და გარღვევა დადასტურდება. ამ შემთხვევაში, ფასს 1.1200-1.1150 დონეებამდე კლების შანსი მიეცემა.

 

ანალიზი: დღიურ გრაფიკზე ჩანს, რომ სავარაუდოდ, გრძელდება კორექციული მეორე (2) ტალღის C ქვეტალღის ფორმირება. უკვე დასრულდა მისი პირველი i ტალღა და ამჟამად ფასი მეორე ტალღაზეა.

4-საათიან გრაფიკზე სწორედ ეს i ტალღაა გაშლილი. აქ ვხედავთ, რომ დასრულდა a და b ტალღები და ფასმა c-ზე გადაინაცვლა, რომელიც 5-ტალღიან ფორმას მიიღებს. მათგან პირველი ორი უკვე დასრულდა და ამჟამად ფასი მესამე, აღმავალ ტალღას მიჰყვება. 1-საათიან გრაფიკზე iii ტალღის განვითარებაა ნაჩვენები.

თუ ეს ვარაუდი გამართლდა, მაშინ წყვილის ფასს 1.1511 – 1.1586 დონეებამდე ზრდის შანსი აქვს. მაგრამ თუ ფასი კრიტიკულ 1.1306 დონეს გადალახავს, მაშინ სურათი შეიცვლება.