EURUSD სტაბილურ აღმასვლას აგრძელებს

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

ბაზარზე რისკულ აქტივებზე არასტაბილური მოთხოვნის მიუხედავად, EURUSD მაისიდან მოყოლებული, სტაბილურად იზრდება და თანდათან უახლოვდბა წლის მაქსიმუმს, რომელიც მარტში დააფიქსირა.

საინტერესოა, რომ 2018 წლიდან მოყოლებული, ევროს თითქმის ყველა მსგავსი ზრდა, ვარდნით გრძელდებოდა. ამჯერად კი მსგავსი არაფერი მომხდარა, რაც ბევრი ნეგატიური ფაქტორის მიუხედავად, ევროპული ვალუტის პოტენციალზე მეტყველებს.

იმისათვის, რომ ევრომ ზრდა გააგრძელოს, პირველ რიგში, მარტის პიკი (1.1495) უნდა გადაფაროს. ამას შეიძლება მოჰყვეს 2008 წელს დაწყებულ ტრენდულ (დაღმავალ) ხაზთან შეხვედრა. ამ ეტაპზე, ზრდას მეტი შანსი აქვს და ბაზარზე ხარები უფრო ლაღობენ.