EURUSD შუა აპრილის მაქსიმუმს უტევს

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

ბოლო დღეებში ევრო-დოლარის ზრდას იმ გარემოებას უკავშირებენ, რომ ინვესტორები მოგებას ანაღდებენ და ღია პოზიციებს ხურავენ. ამის წყალობით, წყვილმა გაიარა წინააღმდეგობის ის დონე (1.0880), რომლის გადალახვასაც ბოლო ორ კვირაში ვერ ახერხებდა.

ამას მოჰყვა სწრაფი ზრდა და კიდევ ერთი (უმნიშვნელო) წინააღმდეგობის დონის (1.0950) გადალახვა, რის შემდეგაც, ფასი 15 აპრილის პიკს (1.0991) მიადგა. აქვეა ძლიერი ფსიქოლოგიური ბარიერი 1.1000-ის სახით, რომელსაც თითქმის ემთხვევა 100-დღიანი მოძრავი საშუალო. ამგვარად, აღმასვლის შემაფერხებელი საკმარისი საბაბი არსებობს, რასაც ემატება ის ფაქტიც, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში, მშრომელთა დღეს აღნიშნავენ და უქმობენ.

და თუ წინააღმდეგობის ამ ძლიერი დაჯგუფების გადალახვა მოხერხდა, წყვილს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბარიერი 1.1035-ის მიდამოებში, 200-დღიანი მოძრავი საშუალოს სახით ელის.