EURUSD შესაძლოა ახალი ვარდნისთვის ემზადება

ყოველდღიური ტექნიკური ანალიზი

წყვილმა ბოლო ორწელიწადნახევრის მინიმუმიდან არეკვლა კი შეძლო, მაგრამ წარმატება ვერ განავითარა და ნელა მიემართება დაღმავალი ტრენდული არხის ზედა ზღვრისკენ, რომელთან შეხვედრაც 1.11-ის მიდამოებში, შესაძლოა ოდნავ მაღლაც ელის.

ვაჭრობის მოცულობა კვლავაც დაბალია. ტრეიდერები ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილების მოლოდინში არიან და პოზიციების გახსნას არ ჩქარობენ. იდეალურ ვარიანტში, ახალ კვირაში წყვილმა ზრდა უნდა გააგრძელოს. და ზემოთ ნახსენები არხის ზედა ზღვართან შეხვედრის შემდეგ, კვლავ შემობრუნდეს. ეს წყვილის დათვებს, ახალი პოზიციების გახსნის საშუალებას მისცემს.