EURUSD შემობრუნებას ცდილობს

ყოველდღიური ტექნიკური ანალიზი

ხუთშაბათს EURUSD მკვეთრად შემობრუნდა ისე, რომ ტრენდულ ხაზსთან არსებულ წინააღმდეგობას მხოლოდ მიუახლოვდა. ფასმა აღმავალი სოლის (რომელიც თებერვლის მინიმუმიდან დაიწყო) საზღვრების მიღმა გამოსვლა შეძლო და გარღვევის დადასტურებაც მოასწრო - სოლის ქვემოთ დარჩა. ეს კარგად ჩანს 4-საათიან გრაფიკზე.

დღიური და 4-საათიანი გრაფიკების კომბინაცია, მოკლე პოზიციების გახსნის საბაბს უკვე იძლევა. ამ შემთხვევაში, პირველი მიზანი უნდა იყოს ტრენდული ხაზი, რომელმაც სტარტი ნოემბერში აიღო. ეს ხაზი 15 თებერვალს წარმოიქმნა, როდესაც ფასი იმავე ნოემბრის მინიმუმის (1.1216) მიმართულებით მოძრაობდა, მაგრამ მოულოდნელად შემობრუნდა. ამ ტრენდული ხაზის გადაკვეთის შემდეგ, ფასს მხარდაჭერას 1.1216 გაუწევს.

მაგრამ დაბალი ვოლატილობის ფონზე, სიტუაციის შეცვლაც არაა გამორიცხული. ამ შემთხვევაში, ფასმა ჯერ სოლის ზედა ხაზი, შემდეგ კი ხუთშაბათის მაქსიმალური მაჩვენებელი (1.1419) უნდა გადალახოს, რის შემდეგაც, წლის მაქსიმუმსა (1.1569) და 31 იანვარს დაფიქსირებულ პიკზე გამავალი ტრენდული ხაზის ჯერი დადგება. და თუ ეს წინააღმდეგობაც გადალახა, ესეც არ იქნება იმის უტყუარი ნიშანი, რომ ფასი აღმასვლას დიდხანს გააგრძელებს. ასეთი ვარაუდის საბაბი, ისევ და ისევ, დაბალი ვოლატილობაა.