EURUSD – სამმაგი ზიგზაგის ფორმირება მთავრდება

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

როგორც გრაფიკზე ჩანს, ციკლურ აღმავალ ტალღა III-ის დასრულების შემდეგ, წყვილის ფასი დაღმავალ კორექციულ ტალღა IV-ს ასრულებს, რომელმაც სამმაგი ზიგზაგის სახე მიიღოს. ის ქვეტალღების - Ⓦ-Ⓧ-Ⓨ-Ⓧ-Ⓩ ბმისგან შედგება და ჯერ არ დასრულებულა.

შესაძლოა, ამ ეტაპზე აღნიშნული ზიგზაგის დამამთავრებელ, ტალღა Ⓩ-ის განვიტარებას ვხედავთ, რომელთან ერთადაც, ტალღა IV დასრულდება. სავარაუდოდ, ეს 1.097-ის სიახლოვეს მოხდება, რაც ტალღა III-ის 78.6 პროცენტს გადაფარავს.

რა თქმა უნდა, არსებობს ამ ვარაუდის ალტერნატიული ვარიანტიც (ქვედა გრაფიკი), რომლის შესაბამისადაც, კორექციული ტალღა IV პირველ ვარიანტზე ადრე დასრულდება. ამ შემთხვევაში, ტალღა IV-ის დამამთავრებელი ტალღა Ⓩ, ტალღა Ⓨ-ის ჰორიზონტალზე (1.1049-ის მიდამოებში) დასრულდება.