EURUSD-ს შესაძლოა ისევ კლება ელის

ყოველდღიური ტექნიკური ანალიზი

როგორც წესი, ეს წყვილი დოლარის ინდექსის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს ხოლმე და ამაში გასაკვირი არაფერია - ის სწორედ ამ ინდექსის ძირითადი შემადგენელი ნაწილია. ამ შემთხვევაშიც, მოძრაობა სოლის ფარგლებში მიმდინარეობს, ოღონდ ის დაღმავალია. სტარტი მასაც ივლისში აქვს აღებული.

მალე წყვილმა აღნიშნული სოლის ზედა ზღვარს უნდა მიაღწიოს, საიდანაც დიდი ალბათობით, ისევ დაშვებას დაიწყებს. ოღონდ, სანამ ამ სოლის ქვედა ხაზს მიაღწევს, შეხვედრა უფრო დიდ, 2017 წლის ნოემბერში დაწყებულ ტრენდულ ხაზთან მოუწევს. თუ მისი გავლა შეძლო, დაღმასვლას მომდევნო ბარიერს, 2017 წლის მაისის შემდგომი პერიოდის მინიმალური მაჩვენებელი (1.0877) შეუქმნის, რომელიც გასულ კვირაში დაფიქსირდა.

ყველა ჩამოთვლილი მხარდაჭერის დონის გავლის შემთხვევაში, წყვილი საფრანგეთის 2017 წლის არჩევნების შემდგომ წარმოქმნილი გეპისკენ მოძრაობას გააგრძელებს.