EURUSD მხარდაჭერის ზონას მიუახლოვდა

ყოველდღიური ტექნიკური ანალიზი

შარშანდელი სექტემბრის შემდეგ, ევროს სისუსტე აშკარაა. ნოემბრის შემდეგ ევრო-დოლარის წყვილი დათვური დროშის არხში მოძრაობს და ახლა სწორედ ამ არხის ქვედა ზღვარს უახლოვდება. ამავე ტრენდული ხაზის სიახლოვეს, წყვილს მცირე წინააღმდეგობა ელის წლევანდელი მინიმუმის სახით, რომელიც 3 იანვარს დაფიქსირდა 1.1306-თან.

ამ ტრენდული ხაზის გარღვევა იმის მომსაწავებელი უნდა გახდეს, რომ ევრო-დოლარის ვარდნა, რომელიც ერთი წლის წინათ დაიწყო, ახალი მინიმუმისკენ გაგრძელდება. თუმცა არაა გამორიცხული, რომ დათვური დროშის ფორმირება უფრო დიდხანს გაგრძელდეს. ამ შემთხვევაში, წყვილის ფასს აქვს იმის შანსი, რომ არხის ზედა ზღვრისკენ წავიდეს.

ამიტომ, მხარდაჭერის ზონასთან მიახლოებისას, სიფრთხილეა საჭირო და პოზიციების გახსნა მხოლოდ მას შემდეგ ღირს, რაც რომელიმე მიმართულება გამოიკვეთება.

1.1306-ის გადალახვის და გარღვევის დადასტურების შემთხვევაში, ფასს ვარდნს გაგრძელების რეალური შანსი მიეცემა.

„IG კლიენტ სენტიმენტის“ მონაცემებით, ტრეიდერთა 54 პროცენტზე მეტი გრძელ პოზიციას ინარჩუნებს, რაც იმის ნიშანია, რომ წყვილის მოძრაობას საპირისპირო მიმართულებით მეტი შანსი აქვს.