EURUSD - მიმდინარე ვარდნა შესაძლოა კორექციის ნაწილია

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

EURUSD-ის მიმდინარე სტრუქტურა მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა ჩვენ დაღმავალი ზიგზაგის მოწმე ვართ, რომელიც w-x-y ტალღებისგან შედგება. ამ მომენტში კი ამ ზიგზაგის ბოლო მონაკვეთის - ტალღა y-ის ფორმირება მიმდინარეობს, რომელიც Ⓐ-Ⓑ-Ⓒ ტალღებისგან შედგება და მათ ასევე ზიგზაგის ფორმა აქვთ. უკვე დასრულებული სახე აქვს Ⓐ და Ⓑ ტალღებს და ამჟამად ფასი Ⓒ ტალღას მიჰყვება.

აღნიშნულ Ⓒ ტალღას იმპულსური ხასიათი აქვს და შესაბამისად, ის ხუთი ტალღისგან შედგება. სავარაუდოდ, მისი სიგრძე Ⓐ ტალღის სიგრძის 61.8 პროცენტი იქნება და 1.0610-თან დასრულდება.

მაგრამ სანამ ფასი Ⓐ ტალღას არ გასცდენია, წყვილი შესაძლოა განსხვავებული გზით წავიდეს. ამ შემთხვევაში, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Ⓑ ტალღის ფორმირება ჯერ არ დასრულებულა. ამ ვერსიის სისწორის შემთხვევაში, Ⓑ ტალღას სამტალღოვანი - (A)-(B)-(C) სტრუქტურა ექნება. მათგან პირველი ტალღა დასრულებული ჩანს და მიმდინარეობს (B) ტალღის ფორმირება, რომელიც წყვილის ფასს Ⓐ ტალღის მინიმალურ მაჩვენებლამდე (1.0637) ჩაიყვანს. ამას მოჰყვება (C) აღმავალი ტალღა, რომელიც Ⓑ ტალღას დაასრულებს. ის შესაძლოა 1.1144-ს მიდამოებში ავიდეს, სადაც ზიგზაგის პირველი, (A) ტალღა დასრულდა.