EURUSD-მა შესაძლოა ზრდა განაახლოს

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

ანალიტიკოსების მოლოდინით, EURUSD წყვილმა აღმასვლა უნდა განაახლოს, რაც აღმავალი მეხუთე ტალღის ფარგლებში უნდა მოხდეს.

დაღმავალ შუალედურ (4) ტალღას, რომელიც სამმაგი ზიგზაგის სახით ჩამოყალიბდა, დასრულებული სახე აქვს და როგორც გრაფიკზე ჩანს, (5) ტალღაც დაწყებულია. ის იმპულსური ხასიათისაა და ხუთი (1-2-3-4-5) ქვე-ტალღისგან ჩამოყალიბდება.

სავარაუდოდ, ამ ეტაპზე პირველი ტალღის ფორმირება მიმდინარეობს. მოსალოდნელია, რომ (5) ტალღა 1.2268 დონეს ასცდება, რაც (4) ტალღის შუალედური X ქვე-ტალღის ჰორიზონტალზეა.

ალტერნატიული სცენარით, (4) ტალღა ჯერ არ დასრულებულა. ის Z ტალღასთან ერთად უნდა დასრულდეს, რომელიც ასევე სამმაგი ზიგზაგის ფორმით ვითარდება. სავარაუდოდ, ამ ფორმაციის პირველი ოთხი ტალღა დასრულებულია და ამჯამდ ბოლო ტალღა ყალიბდება.

ამ ვერსიის მართებულობის შემთხვევაში, სავარაუდოდ, წყვილის ფასი 1.1403-მდე ჩამოვა, სადაც Z ტალღის სიგრძე, Y ტალღის სიგრძის 161.8 პროცენტს მიაღწევს.