EURUSD კვლავ დაღმავალი სოლის გარეთაა

ყოველდღიური ტექნიკური ანალიზი

ახალი კვირის ზრდით დაწყების მიუხედავად, ბაზარი მაინც დოლარის დასუსტების მოლოდინშია, რასაც ფუნდამენტური ფონი განაპირობებს. ამჟამად წყვილის ფასი იმ დაღმავალი სოლის გარეთაა გასული, რომელიც აგვისტოდან ყალიბდება. სოლის გარეთ დარჩენის შემთხვევაში, წყვილს აქვს იმის რეალური შანსი, რომ უფრო დიდი ტრენდული ხაზისკენ გაეშუროს, რომელიც სათავეს 2008 წლიდან იღებს.

აღმასვლის შემთხვევაში, ამ ხაზთან შეხვედრა 1.20-ის მიდამოებშია მოსალოდნელი. თუმცა მანამდე წყვილს არაერთი ძლიერი თუ სუსტი წინღობის გადალახვა მოუწევს.