EURUSD ისევ 2000 წელს დაწყებულ ტრენდულ ხაზს უტევს

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

EURUSD თებერვალში იმ ტრენდულ ხაზს შეეხო, რომელიც სათავეს 2000 წლიდან იღებს. და თუ ევროს დაბადებამდე არსებული იმ ვალუტების საშუალო კურსსაც ავიღებთ, რომლებიც ევრომ შეცვალა, ეს ტრენდული ხაზი 1980-იანი წლებიდანაც კი იწყება. მოკლედ, მხარდაჭერის ძლიერი დონეა, რომლის გარღვევაც თებერვალში ვერ მოხერხდა და მისგან არეკვლის შემდეგ, წყვილმა დაახლოებით 800-პუნქტიანი რეიდი შერასრულა.

მარტში წყვილი ისევ დაეშვა, ძველი ტრენდული ხაზი გაარღვია და მის დაბლა რამდენიმე დღით შეჩერდა. მაგრამ გარღვევა არ დადასტურდა და ამას მორიგი აღმასვლა მოჰყვა. ამჯერად უფრო სუსტი - დაახლოებით 500-პუნქტიანი.

წყვილი იმ ძველ ტრენდულ ხაზს უკვე მესამედ უტევს. და როგორც ფუნდამენტური ფონი მოწმობს, მისი გადალახვა აღარ გაუჭირდება. ამჯერად უფრო აქტუალური სხვა საკითხია - შეძლებს თუ არა ფასი უფრო დაბალი ძირის დაფიქსირებას.
ზედა გრაფიკზე ჩანს, რომ უფრო დაბალი წვერო უკვე დაფიქსირებულია. უფრო დაბალი ძირის შემთხვევაში, დაღმავალი ტრენდი დასტურს მიიღებს, რაც ტრეიდერებს ისევ პარიტეტს გაახსენებს. თუმცა სანამ ორი წამყვანი ვალუტის ფასი გათანაბრდება, წყვილს ჯერ 2017 წლის მინიმუმის (1.0340) გადალახვა დასჭირდება.

დიდი ალბათობით, ახალი მინიმუმის დაფიქსირების შემდეგ, წყვილი ისევ ზევით წავა. და საინტერესო იქნება, შეძლებს თუ არა წინა მაქსიმუმზე (1.1148) მაღლა ასვლას.