EURUSD-ის გარღვევა არ დადასტურდა

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

მას შემდეგ, რაც EURUSD-ის ფასმა წინა კვირაში გარღვევა შეასრულა, მისი დადასტურება ვერ შეძლო და როგორც ჩანს, ძველ დიაპაზონს დაუბრუნდა, რომელშიც ოქტომბრის შემდეგ მოძრაობს. თუმცა ბაზარი მაინც რყევების მოლოდინშია, რაც მნიშვნელოვანი გარღვევის ნიშანია.

რაც შეეხება უახლოესი მომავლის პერსპექტივას, გარღვევას და შემდეგ ძველ საზღვრებში დაბრუნებას დიდი ალბათობით, დიაპაზონის საპირისპირო საზღვრისკენ მოძრაობა მოჰყვება. თუმცა, ამ ეტაპზე მთავარი დაკვირვება და იმ აუცილებელი სიგნალების ძიებაა, რომლებიც ძლიერი მოძრაობის მომასწავებელი იქნება, რაც ტრეიდერებს პოზიციის გახსნის საშუალებას მისცემს.