საშობაო არდადეგების შემდეგ, EURUSD-ის წყვილის ფასი ოდნავ გაიზარდა, თუმცა ოთხშაბათს ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა და პოზიციების დათმობამ მოუწია. სესიის მიწურულს, ევროს დოლართან მიმართებით დაახლოებით 30-35 პუნქტი ჰქონდა დათმობილი და 1.1365-ის სიახლოვეს იმყოფებოდა.
მაკროეკონომიკური მონაცემების სიმწირის და მცირე მოცულობით ვაჭრობის ფონზე, დოლარს უპირატესობის მოპოვებაში, აშშ-ის სახაზინო ფასიან ქაღალდებზე მომგებიანობის ზრდამ შეუწყო ხელი. რაც მთავარია, წყვილის ფასი 1.14 ნიშნულზე დაბლა ჩამოვიდა და პოზიციის გამყარებას ცდილობს.
გაიზარდა დოლარის ინდექსიც, რომელმაც ჯერჯერობით ვერ შეძლო 97-იან ნიშნულზე მაღლა ასვლა, თუმცა მისგან არც შორსაა - 96.95-ს მიაღწია.
აშშ-ის სახაზინო 5-წლიან ბონდებზე მომგებიანობა 1/6 პროცენტით გაიზარდა, 10-წლიანი ბონდების მომგებიანობის ზრდა კი შედარებით მოკრძალებული - 1 პროცენტი იყო.
დღეს ევროპის ცენტრალური ბანკი, თავის ყოველთვიურ ეკონომიკურ ბიულეტენს გამოაქვეყნებს. დღესვე შეერთებულ შტატებში, უმუშევრობის შემწეობის ყოველვირეულ მაჩვენებლებს, მომხმარებელთა თავდაჯერების ინდექსს და ახალაშენებული სახლების გაყიდვების სტატისტიკას გამოაქვეყნებენ.
საყურადღებო ტექნიკური დონეები:
1.14-ის გადალახვის შემთხვევაში, წყვილის ფასს პირველი წინააღმდეგობა 1.1415-თან შეხვდება, რაც დღიური უმაღლესი ნიშნულია. შემდეგ მოდის 100-დღიანი მოძრავი საშუალო (100-DMA), რომელიც ფასს დაახლოებით 1.1465-თან შეხვდება, შემდეგ კი ფსიქოლოგიური დონე - 1.1500.
დაღმასვლის გაგრძელების შემთხვევაში, პირველი მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა 1.1350 (21 დეკემბრის მინიმუმი). მას მოჰყვება 1.1300 და 1.1270 (14 დეკემბრის მინიმუმი).