EURUSD იმპულსის დასრულებამდე ჰორიზნტალურად იმოძრავებს

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

EURUSD-ის მიმდინარე ფორმაცია გვიჩვენებს, რომ სახეზეა იმპულსური მოძრაობა. ის ხუთი ტალღისგან (①-②-③-④-⑤) შედგება. ამ ეტაპზე ვხედავთ დაღმავალ ზიგზაგურ ტალღა ④-ის განვითარებას, რომელიც (A)-(B)-(C) ტალღების ბმისგან შედგება. ამ ეტაპზე, ტალღა (A) უკვე დასრულებულია და (B)-ც მალე დასრულდება.

სავარაუდოდ, ტალღა (B)-სთან ერთად, წყვილი 1.191-ს მიღწევს, რაც ტალღა ③-ის და მასთან ერთად, მისი შემადგენელი ტალღა (5)-ის წვეროს ემთხვევა. ამ შემთხვევაში, ტალღა (C) წყვილის ფასს 1.170-ს სიახლოვეს ჩაიყვანს, სადაც ტალღა (A) დასრულდა.

ტალღა ④-ის დასრულების შემდეგ კი იმპულსური და დამაბოლოვებელი აღმავალი ტალღა ⑤ დაიწყებს.

ალტერნატიული სცენარით, ტალღა ④ ასე იოლად არ დასრულდება და მას ორმაგი ზიგზაგის ფორმა ექნება, რომელსაც (W)-(X)-(Y) ტალღების ბმული ჩამოაყალიბებს. ამ ტალღებთან ერთად, წყვილის ფასი სავარაუდოდ, 1.1320-მდე დაეშვება, ეს კი იმპულსურ ტალღა ③-ის 50 პროცენტის დონეს ემთხვევა. ეს დონე შორსაა ტალღა ①-ის წვეროსგან, რომელიც 1.1150-თან დასრუდა. ამიტომ, ტალღა ④-ს უფრო დაბლა ჩასვლის რესურსიც აქვს. კერძოდ, ეს შეიძლება იყოს ტალღა ③-ის 61.80 პროცენტიანი დონე. არაა გამორიცხული, რომ ამ შემთხვევაში, ტალღა ④-ს სამმაგი ზიგზაგის აგებულება ჰქონდეს.