EURUSD ჰორიზნტალურ მოძრაობას გააგრძელებს, ან გაიზრდება

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

EURUSD-ის ამჟამინდელი სტრუქტურა მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა, სტარტი აიღო ახალმა აღმავალმა იმპულსმა, რომელიც ①-②-③-④-⑤ ქვე-ტალღებისგან შედგება. ჰორიზონტალურ კორექციულ ④ ტალღას დასრულებული სახე აქვს. მის შემდეგ დაიწყო მკვეთრი იმპულსური მოძრაობა.

უკვე შესრულდა (1)-(2) ქვე-ტალღები და დაწყებულია (3) ტალღის ფორმირება, რომელიც მომცრო 1-2-3-4-5 ქვე-ტალღებისგან შედგება. ამათგანაც პირველ ორს დასრულებული სახე აქვს და წყვილის ფასი 3 ტალღას მიჰყვება, რომელიც სავარაუდოდ, 1.209 ნიშნულამდე ავა. ამ დონეზე, 3 ტალღის სიგრძე, 1 ტალღის სიგრძის 200 პროცენტს მიაღწევს.

ალტერნატიული სცენარის შესაბამისად, პირველადი კორექციული ④ ტალღა ჯერ არ დასრულებულა. ამ შემთხვევაში, აღნიშნულ ტალღას ორმაგი ზიგზაგის ფორმა ექნება, რომელიც (W)-(X)-(Y) ტალღებისგან ჩამოყალიბდება. ამათგან პირველი დასრულებულია და ამჟამად (X) ტალღაც ბოლო ეტაპზეა. ისიც ორმაგი ზიგზაგის (W-X-Y) ფორმას მიიღებს.

სავარაუდოდ, (X) ტალღა 1.200-თან დასრულდება, სადაც წინა მაქსიმუმი მდებარეობს. ამის შემდეგ კი წყვილის ფასი ვარდნას დაიწყებს და ამ სცენარის მართებულობის შემთხვევაში, 1.160-ს მიაღწევს, რომელიც მეორე გრაფიკზე მონიშნულ მხარდაჭერის ხაზის სიახლოვესაა.