EURUSD გარღვევისთვის ემზადება

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატების მიერ, ჩინურ პროდუქციაზე საბაჟო ტარიფების მორიგი ზრდა გადაიდო, რამაც დოლარზე მოთხოვნის ზრდა გამოიწვია, ამერიკულ ვალუტაზე ზეწოლა მაინც გრძელდება. ევრო-დოლარის წყვილი ვერ ახერხებს იმ არხის საზღვრებს მაღლა ასვლას, რომელშიც აგვისტოს დასაწყისიდან მოძრაობს და რომლის ზედა ზღვარიც, თითქმის ემთხვევა (4-საათიან გრაფიკზე) 200-იან MA-ს.

ვიზუალურად, გრაფიკზე სახეზეა ხარული დროშა, რომელსაც ზრდის გაგრძელების პერსპექტივა აქვს. თუ არხის და 200-იანი საშუალოს გარღვევა მოხდა, წყვილის ფასს ძლიერი წინააღმდეგობა (დღის გრაფიკი) 1.1280-1.1350-ს შორის ელის.