EURUSD დიდი ტრენდული ხაზის გარღვევას ვერ ახერხებს

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

გრძელვადიანი ტრენდული ხაზი, წყვილის ფასის ვარდნას კვლავაც ხელს უშლის. ეს ტრენდული ხაზი ნაწილობრივ ვირტუალურია, რადგან 1985 წელს იწყება, როცა ევრო ჯერაც არ არსებობდა. მას ევროპული ვალუტის წინამორბედების საშუალო მაჩვენებელი იწყებს და ევრო აგრძელებს. ის 2000 წლის და წლევანდელი მარტის მინიმალურ დონეებზე გადის.

გარდა ამისა, წყვილი კვლავ სოლის ფარგლებში რჩება, რომელიც მარტ-აპრილის პერიოდში ჩამოყალიბდა. თუ წყვილი აღნიშნული სოლის ქვედა საზღვარს გაარღვევს, მაშინ ძლიერ მხარდაჭერის დონედ მარტის მინიმუმი (1.0635) დახვდება. მისი გადალახვის შემთხვევაში, წყვილს ვარდნის ძლიერი საბაბი მიეცემა...