EURUSD 1.1200-ს მიუახლოვდა

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

ევრო-დოლარის წყვილმა, 8 მარტის შემდგომი პერიოდის მინიმუმი განაახლა და მნიშვნელოვან ზღვარს - 1.1200-ს მიუახლოვდა, სადაც მოსალოდნელია, რომ ბევრი ტრეიდერი მოგების განაღდებას დაიწყებს. ამ დონეზე მყიდველთა გააქტიურება არის მოსალოდნელი, ეს ორი ფაქტორი კი ფასის ვარდნას შეაჩერებს. თუმცა 1.1200-ის გადალახვის შემთხვევაში, მომდევნო ძლიერი მხარდაჭერის დონეც ახლოსაა. ესაა წლევანდელი მინიმუმი - 1.1174. ამის ქვემოთ, სტოპები ექნებათ განლაგებული იმ მყიდველების უმეტესობას, რომლებიც ბაზარზე შესვლას 1.1200-დან ეცდებიან. ამიტომ, წლის მინიმუმის განახლების შემთხვევაში, ფასი ვარდნას გააგრძელებს და მას 1.1100-მდე რეალური წინააღმდეგობა აღარც შეხვდება...