დოლარის ინდექსი ვარდნის გასაგრძელებლად მზადაა

ყოველდღიური ტექნიკური ანალიზი

დოლარის ინდექსი იმ აღმავალი სოლის საზღვრებში დაბრუნდა, რომელიც მაისის დასაწყისში გაარღვია. თუმცა მოპოვებული პოზიციების შენარჩუნება ვერ შეძლო. აღნიშნულ სოლში (დღიური გრაფიკი) დაბრუნების შემდეგაც იყო მის გარეთ გასვლის მცდელობა, მაგრამ ამაოდ. ამ მომენტისთვის, ინდექსი კიდევ ერთი, მომცრო სოლის (4-საათიანი გრაფიკი) ფარგლებში მოძრაობს, რომელიც დაღმავალია.

დიდი ალბათობით, ინდექსი აღმავალი (დიდი) სოლის ქვედა ხაზისკენ მიემართება, თუმცა სანამ მას მიაღწევს, მხარდაჭერის დონედ 96.80 დახვდება, საიდანაც 1 მაისს დაიწყო აღმასვლა. მაგრამ თუ ინდექსი ზრდას განაახლებს და 97.74 დონეს გადალახავს, მაშინ ახალი მაქსიმუმის დაფიქსირების შანსი გაჩნდება.