დოლარის ინდექსი ძლიერი მხარდაჭერის გადალახვას ცდილობს

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

ამერიკული დოლარის ინდექსი კვლავ კლებისკენ არის მიდრეკილი, რაშიც დიდი ხანია, ძლიერი მხარდაჭერა უშლის ხელს. მას ქმნის ჰორიზონტალური დონე 92.10-ის სიახლოვეს, რომლისგანაც ორივე მიმართულებით, 1998 წლიდან არაერთი არეკვლა მოხდა.

გარდა ამისა, აქვეა 2011 წელს დაწყებული აღმავალი ტრენდული არხის ქვედა ხაზი, რომელიც ინდექსმა გადალახა, მაგრამ თუ ჰორიზონტალის გავლას ვერ შეძლებს, დიდი შანსია იმისა, რომ ზრდას დაიწყებს. მსგავსი რამ აგვისტო-სექტემბერში მოხდა, მაგრამ მაშინ ზრდა ხანმოკლე გამოდგა და კლებაში გადაიზარდა.

ინდექსის ამჟამინდელი მდებარეობა კარგი წერტილია იმისთვის, რომ ძლიერი აღმასვლა დაიწყო. შესაბამისად, ის ხარებისთვის არის საინტერესო, რომლებიც ამ მომენტს მოუთმენლად ელიან. მაგრამ თუ აგვისტოს მინიმუმის (91.74) გადალახვა მოერხდა, მაშინ ხარებს მცირე ხნით მაინც, გააქტიურების გადადება მოუწევთ. ამ შემთხვევაში, ინდექსს აქვს იმის შანსი, რომ 2018 წლის თებერვლის მინიმალური მაჩვენებლისკენ გაეშუროს.