დოლარის ინდექსი მხარდაჭერის ძლიერი დონის გადალახვას აპირებს

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

ამერიკული დოლარის ინდექსი ძალიან ახლოსაა იმ მინიმუმთან (91.74), რომელიც სექტემბრის დასაწყისში დააფიქსირა. ეს არის მხარდაჭერის დონე, რომლის გადალახვასაც ინდქსის შემდგომი მოძრაობის განსაზღვრა შეუძლია. თუმცა აქვეა ორი დონე, რომლებიც მის მოძრაობას „ხელს უშლის“.

ესენია 2011 წელს დაწყებული აღმავალი არხის ქვედა ზღვარი, რომელიც ინდქსს გადალახული აქვს და ჰორიზონტალი, რომელმაც 1998 წლიდან მოყოლებული, არაერთხელ გასწია ბარიერის როლი, როგორც მხარდაჭერის, ასევე წინააღმდეგობის რანგში.

გადალახავს თუ არა ამ ჰორიზონტალს, ამისგან დამოუკიდებლად, შემდგომი მოძრაობა ალბათ მკვეთრი იქნება. თუ აირეკლა, ინდექსი არხში დარჩება და დიდი ალბათობით, მისი ზედა ზღვრისკენ გაეშურება. თუ გადალახა, მაშინ გეზს 2018 წლის მინიმუმისკენ (88.25) აიღებს.

რამდენადაც ამჟამად დოლარს არსებული ტრენდი (რომელსაც ფუნდამენტური ფონიც აძლიერებს) დაბლა ექაჩება, უფრო მეტი შანსია იმისა, რომ ინდექსის ვარდნა გაგრძელდება.