დოლარის ინდექსი ჯერჯერობით ჰორიზონტალურ არხში რჩება

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

უკვე ხუთი კვირაა, რაც ამერიკული დოლარის ინდექსი ჰორიზონტალურ არხში მოძრაობს, რომლის ქვედა ზღვარი 98.37-ის სიახლოვეს გადის და მას ზურგს 200-დღიანი მოძრავი საშუალო უმაგრებს, ზედა ზღვარი კი 100.93-ზეა, საიდანაც ინდექსის არეკვლა უკვე ორჯერ მოხდა. ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული რყევების შემდეგ, ინდექსი სწორედ აღნიშნულ არხში „მშვიდდება“ და არაა გამორიცხული, რომ ჯერჯერობით მის ფარგლებშივე დარჩეს.

შესაბამისად, ინდექსმა რომელიმე ზღვარი უნდა გადალახოს იმისთვის, რომ ტრენდული მოძრაობის დაწყება სცადოს. თუმცა ამას ძლიერი ფუნდამენტური ფონი დასჭირდება, როგორიც შესაძლოა ვირუსის სამკურნალო წამლის შემუშავება გახდეს, რაც ბაზრებს ოპტიმიზმს და სავარაუდოდ, რისკებისადმი ლტოლვას დაუბრუნებს.