დოლარის ინდექსი ისევ არხში რჩება

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა ბანკებმა განაკვეთები თითქმის გაათანაბრეს და ეკონომიკის სამკურნალოდ, სტიმულირების სოლიდური პაკეტები გამოჰყვეს, სავალუტო ბაზარზე შედარებითი შტილი დამკვიდრდა. ასეა დოლარის შემთხვევაში, რომელიც ჰორიზონტალური არხის ფარგლებში მოექცა და მის დატოვებას არ ჩქარობს.

არხის ზედა ზღვარი 100.93-ის სიახლოვესაა და ამ ზღვარიდან არეკვლა უკვე ორჯერ მოხდა. ინდექსი ამჟამად სწორედ ზედა არხის სიახლოვესაა და როგორც ჩანს, მას მესამედაც შეუტევს. ქვედა ზღვარი კი არც ისე გამოკვეთილია და 98.27-ის სიახლოვეს მდებარეობს. მას ზურგს 200-დღიანი მოძრავი საშუალო უმაგრებს.