დოლარის ინდექსი დაღმავალი ტრენდისგან თავის დაღწევას ცდილობს

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

დოლარის ინდექსმა იმ აღმავალი ტრენდული ხაზისგან არეკვლა შეძლო, რომელიც 2018 წელს დაიწყო. მაგრამ აღმასვლა სუსტია და მიუთითებს იმაზე, რომ დათვების პოზიციები ხარებისაზე მყარია.

4-საათიან გრაფიკზე ჩანს, რომ ინდექსი აღმავალ სოლს ქმნის, რომლის დასრულების შემდეგაც, დაღმავალი ტრენდული მოძრაობის შესაბამისად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სოლის დასრულების შემდგ, ისევ დაბლა დაეშვება. ამას ალბათ 2018 წლის ტრენდული ხაზის კიდევ ერთხელ გატესტვა მოჰყვება.

მაგრამ თუ ინდექსი აღმასვლის გაგრძელებას შეძლებს, მაშინ შესაძლოა, 98.35-სა და 98.85-ს შორის არსებულ წინააღმდეგობის არეალშიც შეაღწიოს. ეს კი საინტერესო ზონაა, რადგან მარტში, აპრილში და მაისში აქედან რამდენიმე ძლიერი არეკვლა მოხდა. ინდექსს ამავე ზონაში ელის შეხვედრა 200-დღიან მოძრავ საშუალოსთან და დაღმავალ ტრენდულ ხაზთან, რომელიც მარტში დაიწყო.