DXY - შუალედური იმპულსი კორექციას დაასრულებს

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

DXY-ის სტრუქტურა მიგვანიშნებს, რომ სახეზეა დაღმავალი სამმაგი ზიგზაგი (Ⓦ-Ⓧ-Ⓨ-Ⓧ-Ⓩ), რომელიც კორექციულ ტალღა b-ს აყალიბებს. როგორც 1-საათიან გრაფიკზე ჩანს, ამ სამმაგი ზიგზაგის დამამთავრებელი Ⓩტალღა, (A)-(B)-(C) ქვე-ტალღებისგან შედგება.

ამათგან (A) ტალღას 5-ტალღოვანი იმპულსის სახე აქვს. კორექციული ტალღა (B) სიბრტყეში განვითარდა. ამჟამად კი იმპულსურ ტალღა (C)-ს ჩამოყალიბებაა დაწყებული. მასთან ერთად, დოლარის ინდექსს 90.55-ის არეში დაშვების პერსპექტივა აქვს. ამ დონეზე, (C) ტალღის სიგრძე, (A) ტალღის სიგრძის 61.8 პროცენტის ტოლი იქნება.

ალტერნატიული სცენარის შესაბამისად, კორექცული ტალღა (B) ჯერ არ დასრულებულა. მას უნდა ჰქონდეს W-X-Y ზიგზაგის ფორმა, სადაც პირველი ორი ტალღა უკვე დასრულდა და ამჟამად დოლარის ინდექსი Y ტალღას აღმა მიჰყვება. მისი დასრულება 95.48-ს სიახლოვეს არის მოსალოდნელი, სადაც ტალღა (B)-ს სიგრძე, (A) ტალღის სიგრძის 61.8 პროცენტს გაუტოლდება.