DXY - შესაძლოა კორექციული აღმავალი IV ტალღა დასრულებულია

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

ამერიკული დოლარის ინდქსის დღიურ გრაფიკზე ჩანს, რომ შესაძლოა, აღმავალი კორექიული IV ტალღა დასრულდა და უკვე დაიწყო დაღმავალი იმპულსის ბოლო ტალღა.

კორექციული IV ტალღა საკმაოდ ღრმა გამოდგა და ის Ⓦ-Ⓧ-Ⓨ-Ⓧ-Ⓩ სამმაგი ზიგზაგის ფორმით ჩამოყალიბდა.

ამჟამად, უკვე დაიწყო V ტალღა, რომელიც ①-②-③-④-⑤ ხუთტალღიანი იმპულსის სახეს მიიღებს. სავარაუდოდ, უკვე დასრულდა პირველი ორი ტალღა და ახლა უკვე ③ ტალღის დაწყებაა მოსალოდნელი. ის ინდექსს 89.53-მდე, ან უფრო დაბლაც ჩაიყვანს.

ალტერნატიული სცენარით, IV ტალღა ჯერ არ დასრულებულა. ის Ⓦ-Ⓧ-Ⓨ დიდი ორმაგი ზიგზაგის ფორმით ვითარდება. ამასთან, ამ ზიგზაგის პირველი ორი ნაწილი დასრულებულია და ამჟამად ინდექსი Ⓨ ტალღას მიჰყვება, რომელიც (W)-(X)-(Y)-(X)-(Z) სამმაგი ზიგზაგის სახით ყალიბდება. ამათგან პირველი ოთხი ტალღა უკვე დასრულდა და ჯერი (Z) ტალღაზეა.

სავარაუდოდ, (Z) ტალღა ინდექსს 95.53-მდე აიყვანს, სადაც Ⓨ ტალღა, Ⓦ ტალღის სიგრძის 161.8 პროცენტს მიაღწევს.