DXY-ის ვარდნა მხარდაჭერის ძლიერ დონესთან შეფერხდა

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

ამერიკული დოლარის ინდექსის (DXY) ვარდნა იმ აღმავალი არხის ქვედა მიჯნასთან შეჩერდა, რომლის ზედა და ქვედა ზღვრებიც, ინდექსის მოძრაობას ეფექტურად ზღუდავს. აქვეა ჰორიზონტალური დონე, რომლიდანაც 1998 წლიდან მოყოლებული, ორივე მხარეს არაერთი არეკვლა მოხდა.

გასულ სამუშაო კვირაში, ინდექსმა მთავარი შეძლო - დასახელებულ ზღვართან ვარდნა შეაჩერა. და თუ 1-დღიან გრაფიკს დააკვირდებით, ფორმაცია „თავი და მხრების“ დაფიქსირება არ გაგიჭირდებათ. თუ ინდექსმა კისრის დონე (93.73-თან) გადალახა, მაშინ ზრდს მძლავრი სტიმული შეიქმნება.

საინტერესოა, რომ ECB-ის გუშინდელი სხდომის შემდეგ, დოლარის ინდექსი გაიზარდა. ეს კი იმის ნიშანია, რომ ბაზარი „ზედმეტად“ გაძვირებულ ევროს „არ ენდობა“, რადგან ძვირი ევრო, ექსპორტზე ორიენტირებულ ევრო ზონის ეკონომიკას, მოგების ნაწილს აკარგვინებს. ამ ყველაფრის ფონზე, თუ ინდექსი 94.0 დონის გადალახვას შეძლებს, შემდგომ წინააღმდეგობის დონედ მარტის მინიმუმი (94.65) შეეგებება.