ამერიკული ინდექსი ჯერ ისევ აღმავალ არხშია

ყოველდღიური ტექნიკური ანალიზი

წელიწადზე მეტია, რაც ამერიკული დოლარის ინდექსი აღმავალ არხს მიჰყვება. დაბალი რყევების რეჟიმში, მისთვის არ გამოჩნდა მიზეზი, რომელიც მას რომელიმე მიმართულებით ძლიერ ბიძგს და არხის საზღვრის გარღვევის საშუალებას მისცემდა. მაგრამ სულ ასე ვერ გაგრძელდება და როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, არხიდან გასვლის და რყევების გაძლიერების დრო მოახლოვდა.

ამჟამად ინდექსი არხის ზედა ზღვართან იმყოფება, რომლიდანაც არაერთი არეკვლა უკვე ჰქონდა. მისი გარღვევის შემთხვევაში, გზა შეიძლება 2017 წლის პიკისკენ (104-ის სიახლოვეს) გაეხსნას.

მაგრამ თუ არხის შიგნით დარჩა, მაშინ დაბლა, ამავე არხის ქვედა ზღვრისკენ დაეშვება. თუმცა მანამდე უფრო მცირე, ივლისში დაწყებული, ასევე აღმავალი არხის (დღიურ გრაფიკზე) ქვედა ზღვართან შეხვედრა ელის.