ტექნიკური ანალიზი

USDJPY-ს და EURJPY-ს წინააღმდეგობასთან შეხვედრა ელით

27-Dec-2021 19:22:32

იმ დროს, როდესაც შეერთებული შტატების 10-წლიანი სახაზინო ბონდების მომგებიანობა მცირდება, USDJPY აღმასვლას აგრძელებს. წყვილი სავარაუდო კორექციული მოძრაობის ფარგლებში რჩება.

დოლარის და იენის წყვილმა ნოემბრის ბოლოს დაასრულა მე-5 აღმავალი ტალღა, რომელსაც დამაბოლოვებელი დიაგონალის (სოლის) სახე მიიღო. ამას მოჰყვა იმპულსური დაღმასვლა, რაც იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ შესაძლოა, დაღმასვლა გაგრძელდება.

სავარაუდოდ, პირველი ტალღა იყო ან სამტალღოვანი ფორმაციის ნაწილი - A), ან იმპულსური მოძრაობის საწყისი ტალღა - /1). მომდევნო, B)/2) ტალღა, A-B-C ზიგზაგის სახით ვითარდება, რომელიც მნიშვნელოვან წინააღმდეგობის ზღვარს მიუახლოვდა - ის უკვე მიუახლოვდა ფიბონაჩის არეკვლის 61.8-78.6-პროცენტიანი დონეების არეალს და 114.50 დონეს, საიდანაც მოსალოდნელია ახალი დაღმავალი - C)/3) ტალღის დაწყება.

რაც შეეხება EURJPY-ს, ის ჯერაც გვერდულ კონსოლიდაციურ მოძრაობას აგრძელებს და სავარაუდოდ, კორექციულ მე-4 ტალღას მიჰყვება. წყვილი მიადგა მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ ზღვარ 130.00-ს, რომელიც ძლიერი წინააღმდეგობის როლს შეასრულებს. აქედან მოყოლებული, მოსალოდნელია მე-5 ტალღასთან ერთად დაშვება.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Alfa Bank
Wise Bank
Sber Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: