USDJPY აღმავალი ტრენდის გასაგრძელებლად ემზადება
22-Feb-2023 11:50:55
როგორც დღიურ გრაფიკზე ჩანს, წყვილის ფასი კარგად გამოკვეთილ აღმავალ მოძრაობას ასრულებს. ზრდა მას შემდგ დაიწყო, რაც წყვილმა დაღმავალი არხიდან გამოსვლა შეძლო. უპირველესი მიზანი შეიძლება იყოს 142.17 დონე, მაგრამ ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, შესაძლებელი იქნება, თუ არა მისი მიღწევა.
ამჟამად წყვილს გადალახული აქვს 134.50 დონე, თუმცა მისგან დაშორება უჭირს. მოძრავი საშუალოები გვიჩვენებს, რომ წყვილის ფასის ზრდა უნდა გაგრძელდეს. ამასთან, ორივე მხარდაჭერის ძლიერ დონესაც წარმოადგენს.
4-საათიან გრაფიკზე ჩანს დივერგენცია ფასსა და MACD-ს შორის. წყვილი ცდილობს 135.50 წინააღმდეგობის დონის მიღწევას. შესაძლოა, ჩანს აღმავალი ძალის კლება და ალბათ მცირე შემობრუნებას ვნახავთ მანამ, სანამ წყვილი აღმავალ ტრენდს დაუბრუნდება.
მაგრამ დიდი შემობრუნება ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან დაღმავალ მოძრაობას, 133.00 დონე ზღუდავს, რომელთანაც ახლოს არის მიმდინარე ზრდისადმი, ფიბონაჩის 38.2-პროცენტიანი დონე. იმისათვის, რომ წყვილის კლებას შეუწყონ ხელი, დათვებმა (გამყიდველებმა) უნდა მიაღწიონ ამ დონის გადალახვას. ამ შემთხვევაში, აღმავალი ტრენდის გაგრძელების პერსპექტივა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.