ტექნიკური ანალიზი

USDCHF დაღმავალ სამმაგ ზიგზაგს ამთავრებს

10-Nov-2021 19:03:01

USDCHF-ის მიმდინარე სტრუქტურა მიგვანიშნებს, რომ წყვილმა დაასრულა y ტალღა და ამჟამად შუალედური x ტალღის დამამთავრებელ ფაზაში იმყოფება. წყვილის გრაფიკის მიხედვით შეიძლება იმის ვარაუდი, რომ აღნიშნული ტალღა, დაღმავალი Ⓦ-Ⓧ-Ⓨ-Ⓧ-Ⓩ სამმაგი ზიგზაგის ფორმით ყალიბდება.

აღნიშნული სამმაგი ზიგზაგიდან, პირველი ოთხი უკვე დასრულდა და ამჟამად ბოლო, Ⓩ ტალღას მიჰყვება. სავარაუდოდ, წყვილი ამ ტალღასთან ერთად, 0.893-ის სიახლოვემდე დაიწევს. ამ დონეზე, x ტალღა y ტალღას სრულად გადაფარავს.

x ტალღის დასრულების შემდეგ, წყვილი z ტალღასთან ერთად, სავარაუდოდ 0.936 დონეს გადალახავს და 0.95-096 არეალში დასრულდება.

 

ალტერნატიული სცენარით, x ტალღა უკვე დასრულდა. შესაბამისად, წყვილის ფასი აღმავალ ფაზაში გადადის და y ტალღის დაწყებას ცდილობს. ამ სცენარის შესაბამისადაც, x ტალღა სამმაგი ზიგზაგის სახით ჩამოყალიბდა, ოღონდ უფრო მოკლეა, ვიდრე პირველი სცენარის შემთხვევაში.

თუ ეს ვარაუდი სწორია, მაშინ მოსალოდნელია წყვილის აღმასვლის და z  ტალღის დაწყება. ამ შემთხვევაში, წყვილი წინა მაქსიმუმს (0.937) ასცდბა და დიდი ალბათობით, 0.951-ს მიაღწევს. ამ დონეზე, y და z ტალღებს თანაბარი სიგრძე ექნება.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Alfa Bank
Wise Bank
Sber Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: