ტექნიკური ანალიზი

USDCAD აღმავალი ტრენდის შენარჩუნებას ცდილობს

01-Sep-2022 19:44:23

როგორც გრაფიკზე ჩანს, USDCAD-მა დაღმავალი სოლის ზედა ზღვარი გადალახა და ზრდა გააგრძელა. საყურადღებოა ისიც, რომ ზრდის ეს ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც წყვილი ამავე სოლის ქვედა ზღვარის და 200-დღიანი მოძრავი საშუალოს გადაკვეთიდან აირეკლა.

ახლა მიზანშია 1.3223, რაც არის მიმდინარე წლის მაქსიმუმი. მისი გადალახვის შემთხვევაში, დღის წესრიგში დადგება 2020 წლის ნოემბრის მაქსიმუმთან (1.3389) შეხვედრა. მოსალოდნელია, რომ მიმდევრობა - 3 ნაბიჯი წინ (მაღლა), 2 ნაბიჯი უკან (დაბლა), რაღაც მომენტში ძლიერი აღმავალი იმპულსით შეიცვლება. ამ პროცესის კატალიზატორი შეიძლება გახდეს ამერიკული დოლარის გამყარება და სააქციო ბაზრის დაღმასვლის გაგრძელება.

ამ ორი ფაქტორიდან ორივე ძალაშია და აჩქარებას ელის. სააქციო ბაზარმა, როგორც ჩანს, პიკი გაიარა, რადგან S&P 500-მა პირი იბრუნა და კლება დაიწყო. და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 200-დღიან მოძრავ საშუალოს შეეხო. სავარაუდოდ, აღნიშნულმა ინდექსმა ამით ზაფხულის აღმასვლა დაასრულა. აღნიშნული ორივე ფაქტორის ერთდროულად ამოქმედება, წყვილს ზრდსთვის ძლიერ ბიძგს მისცემს.

როგორც გრაფიკზე ჩანს, 1.2895-ზე უფრო მაღალი ძირი დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ USDCAD-ს ზრდის საბაბი აქვს. დღეს წყვილმა 1.3200 დონე მცირე ხნით გადალახა და ისევ მის დაბლა დაბრუნდა. თუმცა 1.3100-ზე მაღლა რჩება, რაც მნიშვნელოვანია - თუ ამ ეტაპზე, ზრდის გაგრძელება არ მოხერხდა, უფრო მაღალი პიკი მაინც სახეზეა. ეს კი ისევ ხარებს უწყობს ხელს.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Alfa Bank
Wise Bank
Sber Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: