ფუნდამენტური ანალიზი

პაუელი - ფედრეზერვს ინფლაციის დასაწევად „მტკიცედ“ მოქმედება მართებს

16-Sep-2022 00:43:50

შეერთებული შტატების ფედრეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი ამბობს, რომ ცენტრალური ბანკი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ინფლაციის ზრდა შეაჩეროს და ის მიზნობრივი დონისკენ დასწიოს. ეს აშკარა მინიშნებაა იმისკენ, რომ მოსალოდნელია დოლარზე განაკვეთის კიდევ ერთი მკვეთრი ზრდა.

„ინფლაცია რაც უფრო დიდხანს დარჩება მიზნობრივ 2-პროცენტიან დონეზე მაღლა, მით მეტია იმის შასი, რომ საზოგადოება მაღალ ინფლაციას ნორმად ჩათვლის. ეს კი იმას გამოიწვევს, რომ ინფლაციის დაწევა, უფრო ძვირი დაგვიჯდება. ისტორია გვაფრთხილებს, რომ პოლიტიკის ნაადრევი შერბილება პრობლემებს ქმნის“, - ამბობს პაუელი. ის დასძენს, რომ ფედრეზერვი პოლიტიკის გამკაცრებას მანამ გააგრძელებს, სანამ მიზანს მიაღწევს.

უფრო ადრე, ფედრეზერვის თავმჯდომარის მოადგილე ლაელ ბრენარმა ასევე განაცხადა, რომ პოლიტიკის გამკაცრება, ინფლაციის ნორმამდე დაწევამდე გაგრძელდება.

ფედრეზერვმა მარტის შემდეგ, განაკვეთი ჯამში 225 საბაზისო პუნქტით გაზარდა. მაგრამ ინფლაციის ზრდს შეჩერება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ეს მონტარული პოლიტიკის საბჭოს წევრებს აიძულებს, რომ მაღალი განაკვეთი დიდხანს დატოვონ.

ცენტრალური ბანკი მორიგ სხდომას 20-21 სექტემბერს გამართავს. ტრეიდრთა დაახლოებით 80 პროცენტი ფიქრობს, რომ ფედრეზერვი განაკვეთს ისევ (მესამედ) 75 საბაზისო პუნქტით ასწევს. ტრეიდრთა ნწილი კი ფიქრობს, რომ განკვეთი სრული 1.0 პროცენტით გაიზრდება.

ცნობისათვის, აშშ-ის ხაზინის 2-წლიანი ბონდების მომგებიანობა, 3.49 პროცენტამდე გაიზარდა, რაც პაუელის განწყობამ განაპირობა. ეს არის საზომი, რომელიც განაკვეთის ზრდის მოკლევადიანი ცვლილებებისადმი ყველაზე მგრძნობიარეა. იმავდროულად, უოლ სტრიტზე სააქციო ბაზარი კვლავ წითელ ზოლში რჩება.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Alfa Bank
Wise Bank
Sber Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: