ფუნდამენტური ანალიზი

„მორგან სტენლი“ დოლარზე პროგნოზს ამცირებს

17-Jan-2023 13:15:01

საინვესტიციო ბანკმა „მორგან სტენლიმ“ 2023 წლის ბოლოსთვის, დოლარზე პროგნოზი უარესობისკენ შეცვალა. ახალი პროგნოზის შესაბამისად, დოლარის ინდექსი წლის ბოლოსთვის 98-მდე დაიკლებს. ეს კი ძირითადად, ევროსთან წყვილში პოზიციების დათმობით იქნება გამოწვეული.

ევროს გამყარების საფუძველი გახდება ის, რომ ევროზონაში ეკონომიკას გაუმჯობესება ეტყობა და ინფლაციაც დაბლა იწევს. შესაბამისად, ევროპის ცენტრალურ ბანკს, პოლიტიკის უკიდურესად გამკაცრება შეიძლება აღარ დასჭირდეს და ნორმალიზაციას დასჯერდეს.

„მორგან სტენლის“ უფრო ადრეული პროგნოზით, მოსალოდნელი იყო, რომ 2023 წლის ბოლოსთვის, დოლარის ინდექსი 104-მდე გაიზრდებოდა. ორშაბათს დოლარის ინდექსის მაჩვენებელი 102-ის სიახლოვეს იმყოფებოდა.

„გლობალურ ეკონომიკას გამოცოცხლება ეტყობა. მაკრო ეკონომიკურ ფაქტორებთან და ინფლაციასთან დაკავშირებული გურკვევლობები თანდათან იკლებს. ამ ფონზე, ამერიკული დოლარი პოზიციების დათმობას იწყებს“, - ამბობს „მორგან სტენლის“ სავალუტო სტრატეგი ჯეიმს კეი ლორდი.

„მორგან სტენლისვე“ ვარაუდით, წლის ბოლოს ევროს და დოლარის წყვილი (EURUSD) 1.15-მდე გაიზრდება. წინა პროგნოზით, ამ წყვილის ფასი წლის ბოლოს 1.08 უნდა ყოფილიყო.

ბანკის ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ წლის ბოლოსთვის პოზიციებს დათმობენ ბრიტანული სტერლინგი და იაპონური იენი. რაც შეეხება ჩინურ იუანს, ის დოლართან წყვილში ოდნავ გამყარდება.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Wise Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: