ფუნდამენტური ანალიზი

ინვესტორები ფედრეზერვის პოლიტიკის გამკაცრებას აანალიზებენ

03-Aug-2022 12:27:18

ამერიკული დოლარის ინდექსმა, წინა დღეებში მოპოვებული მოგების ნაწილი დათმო, თუმცა კლება შეზღუდულია. ამას განაპირობებს ის გარემოება, რომ ფედრეზერვის ოფიციალური პირები, კვლავაც განაკვეთის აგრესიული ტემპით ზრდას ემხრობიან. დოლარის პოზიციას ასევე ტაივანთან დაკავშირებული დაძაბულობა აძლიერებს.

გასულ თვეში დოლარის ინდექსმა, ბოლო ორი ათეული წლის მაქსიმლურ მაჩვენებელს მიაღწია, რაც ფედრეზერვის მიერ, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების კვალად მოხდა.

სამშაბათს ფედრეზერვის სამმა წევრმა განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკი საერთო აზრს ინარჩუნებს იმასთან დაკავშირებით, რომ ინფლაციასთან ბრძოლის მიზნით, დოლარზე განაკვეთი იმ დონემდე უნდა გაიზარდოს, რაც ინფლაციის ზრდას შეაჩერებს და დაბლა დასწევს. შეერთებულ შტატებში ამჟამად ინფლაცია, 1980-იანი წლების შემდეგ, ყველაზე მაღალ დონემდეა გაზრდილი.

ტაივანი შეერთებული შტატების უმაღლესი დონის წარმომადგენლის ვიზიტმა, გეოპოლიტიკური ვითარება უკისურესად დაძაბა, რამაც უსაფრთხო აქტივებზე, მათ შორის, დოლარზე მოთხოვნა გაზარდა. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ, ტაივანს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი საზოგადოება უწოდა და კუნძულოვანი ქვეყნის მიმართ, თავისი ქვეყნის მხარდაჭერა დააფიქსირა. პელოსიმ ვიზიტი დღეს დაასრულა, თუმცა ჩინეთი ტაივანს სიახლოვეს, ექვსდღიან წვრთნებს მაინც ატარებს.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Alfa Bank
Wise Bank
Sber Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: