ფუნდამენტური ანალიზი

ინგლისის ბანკმა განაკვეთი 2.25 პროცენტამდე გაზარდა

22-Sep-2022 14:02:46

მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის ეკონომიკა რეცესიის საფრთხის წინაშეა, ინგლისის ბანკმა სტერლინგზე ძირეული საპროცენტო განაკვეთი მაინც იმაზე ნაკლებად გაზარდა, ვიდრე ბაზარი ელოდა. ზრდა მხოლოდ ნახევარპროცენტიანი იყო, რის შემდეგაც, სტერლინგზე განაკვეთმა 2.25 პროცენტს მიაღწია.

გარდა ამისა, ცენტრალურმა ბანკმა გამოაცხადა, ინფლაციის ზრდის გაგრძელების შემთხვევაში, უფრო მკვეთრ ზომებს მიმართავს. ფასების ზრდის მაჩვენებელი, ბოლო 40 წლის მაქსიმალური დონის სიახლოვესაა. ამის გამო, ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ცენტრალური ბანკი განაკვეთს 75 საბაზისო პუნქტით გაზრდიდა. მაგრამ ასე არ მოხდა.

აღნიშნულის გამო, სტერლინგმა დოლართან პოზიცია დათმო და თითქმის 1.1200-მდე დაეშვა.

ინგლისის ბანკის პროგნოზით, მესამე კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა 0.1 პროცენტით დაიკლებს. ამის მიზეზი ნაწილობრივ დედოფალ ელიზაბეთის გარდაცვალების გამო გამოცხადებული უქმეებია. სწორედ ტექნიკური რეცესიის მოლოდინია იმის მიზეზი, რომ ცენტრალურმა ბანკმა, განაკვეთის უფრო მკვეთრად აწევისგან თავის შეკავება ამჯობინა.

ცნობისათვის, განაკვეთის 0.50 პროცენტით ზრდას, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ცხრიდან ხუთმა წევრმა მისცა ხმა. სამი განაკვეთის 0.75 პროცენტით გაზრდას ემხრობოდა, ერთი კი - მხოლოდ 0.25-პროცენტიან ზრდაზე იყო თანახმა.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Alfa Bank
Wise Bank
Sber Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: