ფუნდამენტური ანალიზი

იელენს ინფლაციასთან რეცესიის გარეშე გამკლავების იმედი აქვს

18-May-2022 01:19:33

შეერთებული შტატების ხაზინის მდივანი ჯანეტ იელენი იმედოვნებს, რომ ფედრეზერვი ინფლაციას ისე დასწევს, რომ რეცესიას არ გამოიწვევს. მას ამის იმედს, აშშ-ში დასაქმების ბაზრის კარგი სტატისტიკა, საოჯახო მეურნეობების დადებითი ბალანსი, მცირე დავალიანება და ძლიერი საბანკო სექტორი აძლევს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ფინანსური მომსახურების კომიტეტის წინაშე გამოსვლისას, იელენმა განაცხადა, რომ ყველა ამ ფაქტორის გამო, ფედრეზერვს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ინფლაცია რეცესიის გამოწვევის გარეშე დასწიოს. „მე ვიცი, რომ ფედრეზერვის მიზანი, სწორედ ესაა“, - ამბობს იელენი, ვინც ფედრეზერვის ყოფილი თავმჯდომარეა.

მისივე თქმით, ინფლაცია ქვეყნისთვის და ბაიდნის ადმინისტრაციისთვის, ნომერ პირველი პრობლემაა, რადგან: „ის (ინფლაცია) ბევრ დაუცველ ოჯახზე ძლიერ უარყოფით გავლენას ახდენს და ჩვენ მის მოგვარებაზე ვართ ორიენტირებული“. ის დასძენს, რომ ქვეყნის ნვთობის სტრატეგიული საცავების გახსნა, საწვავზე ფასების ზრდის შეჩერებას გამოიწვევს. გარდა ამისა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყველაფერს ცდილობს ამერიკული დიდი პორტების განტვირთვისთვის.

ის არ ეთანხმება რესპუბლიკელ კანონმდებლებს, რომლებიც ინფლაციის მთავარ გამომწვევ მიზეზად, კოვიდ-19-ის პანდემიის დროს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ 1.9-ტრილიონდოლარიანი დახმარების პროგრამას ასახელებენ.

იელენი ამბობს, რომ ინფლაციის ზრდას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის, ენერგო მატარებლებზე ფასების უსაშველო ზრდა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრამ და ამასთან დაკავშირებით, რუსეთის ენერგო მატარებლებზე ემბარგოს შემოღებამ გამოიწვია. ასევე მიწოდების სფეროში არსებული შეფერხებები, რაც პანდემიით არის გამოწვეული და უკვე რამდენიმე თვეა, გადაულახავ პრობლემად იქცა.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Alfa Bank
Wise Bank
Sber Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: