ფუნდამენტური ანალიზი

იაპონიის ბანკი მაღალი ინფლაციის მიზეზებს ასახელებს

03-May-2022 01:35:41

იაპონიის ცენტრალური ბანკი ვარაუდობს, რომ ელექტრო ენერგიაზე და სურსათზე ფასების მატება, წლის ბოლომდე ინფლაციის ზრდის მთავარი წყარო იქნება. ეს ეკონომიკის განვითარებას შეაფერხებს. ელეტქრობაზე ფასების ზრდა, ენერგო მატარებლების გაძვირებაზე დაგვიანებით რეაგირებს, რადგან მთელი რიგი საწარმოო პროცესის გავლა უწევს.

იაპონური ენერგო კომპანიები, ელექტრო ენერგიაზე ფასებს, წარმოებამდე რამდენიმე თვით ადრე, იმპორტირებული ენერგო მატარებლების საშუალო ფასებით ანგარიშობენ. მაგრამ ნვთობის და გაზის სწრაფი გაძვირების გამო, ფასები ნაანგარიშებ საშუალოზე მეტად გაიზარდა (და გაიზრდება). ამის გამო, იაპონიის ბანკი (BOJ) ვარაუდობს, რომ წლის მეორე ნახევარში, ინფლაციის ტემპის კიდევ უფრო მეტად გაზრდაა მოსალოდნელი.

გარდა ამისა, ნავთობის გაძვირება, სურსათის ფასების დაგვიანებულ ზრდასაც იწვევს. შექმნილ კრიზისულ სიტუაციაში, სულ უფრო მეტი მომხმარებელი, ხარჯებს სურსათზე და საოჯახო საჭიროებებზე გადაანაწილებს, რასაც ინფლაციის ზრდის ახალი ეტაპი მოჰყვება.

მარტში იაპონიაში ინფლაცია, ბოლო ორ წელიწადში ყველაზე მაღალი ტემპით გაიზარდა. ამას მოჰყვა ანალიტიკოსთა შიში იმისა, რომ ოჯახების მყიდველუნარიანობა დასუსტდება და ისინი სულ უფრო მეტ თანხას დახარჯავენ სურსათზე.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, იაპონიის ბანკმა ინფლაციის პროგნოზი გაზარდა, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, მომავალ წელს ფასების ზომიერი ზრდა ივარაუდა, რამაც ინფლაციის ზრდის ტემპი უნდა შეანელოს.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Alfa Bank
Wise Bank
Sber Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: