ფუნდამენტური ანალიზი

გოლდმენ საქსი აშშ-ში ინფლაციის მკვეთრ კლებას ელის

22-Nov-2022 09:17:09

საინვესტიციო ბანკ „გოლდმენ საქსის“ ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მომავალ წელს შეერთებულ შტატებში ინფლაციის დონე მნიშვნელოვნად დაიწევს, რასაც პირველ რიგში, მიწოდების სფეროში არსებული პრობლემების მოგვარება, უძრავი ქონების სფეროში ინფლაციის პიკის მიღწევა და ხელფასების ზრდის ტემპის კლება გამოიწვევს.

ბანკის ვარაუდით, პირადი მოხმარების საგნებზე ხარჯების (PCE) ზრდის მაჩვენებელი, რომელიც ფედრეზერვის პოლიტიკის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია, ახლანდელი 5.1 პროცენტიდან, მომავალი წლის დეკემბრისთვის, 2.9 პროცენტამდე დაიკლებს.

ფედრეზერვის წევრები და მათ შორის, კრისტოფერ უოლერი ამბობენ, რომ ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა, თავის მომდევნო სხდომაზე, განაკვეთის ზრდის ტემპის შენელებაზე იფიქროს. თუმცა ეს სულაც არ იქნება იმის ნიშანი, რომ ფედრეზერვი ინფლაციასთან ბრძოლას არბილებს.

სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ოქტომბერში შეერთებულ შტატებში ინფლაციის ტემპი შენელდა. ამას მოჰყა ინვესტორთა ვარაუდი იმაზე, რომ შესაძლოა, ცენტრალურმა ბანკმა პოლიტიკის გამკაცრების ტემპი შეანელოს. ცნობისათვის, ფედრეზერვმა თავის ბოლო ოთხ სხდომაზე განაკვეთი 75-75 საბაზისო პუნქტით გაზარდა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Alfa Bank
Wise Bank
Sber Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: