ტექნიკური ანალიზი

GBPUSD 100-დღიან მოძრავ საშუალოზე მაღლა დაეკიდა

09-Dec-2022 10:50:48

ბოლო დღეებში GBPUSD-ს ფასმა რამდენჯერმე გადაკვეთა 100-დღიანი მოძრავი საშუალო - ხან დაბლა, ხან მაღლა და ამჟამად მის სიახლოვეს და ოდნავ მაღლა იმყოფება. იმ შემთხვევაში, თუ ფასი აღნიშნული საშუალოს მაღლა დარჩება, არის იმის შანსი, რომ მყიდველებმა უპირატესობა მოიპოვონ. ამ შემთხვევაში, წყვილს ზრდის შანსი მიეცემა.

აქვე ახლოსაა 200-დღიანი მოძრავი საშუალო, რომელიც წყვილმა ორი დღის წინ გადალახა, თუმცა მალევე მის მაღლა დაბრუნდა და ერთი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, 100-დღიანი მოძრავი საშუალოც გაიარა. თუმცა ამ მომენტში, მომენტუმი მიილია და წყვილი მომდევნო მოქმედებისთვის ემზადება.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წყვილმა ფაქტობრივად დაასრულა აღმავალი სამტალღოვანი მოძრაობა. ეს კი იმის ნიშანი შეიძლება იყოს, რომ შეიძლება მალე დაღმასვლა დაიწყოს.

ამ ეტაპზე მთავარი ისაა, რომ წყვილის ფასი 100-დღიანი მოძრავი საშუალოს მაღლა რჩება და მის შემდგომ მოძრაობას, ამ საშუალოსთან ურთიერთქმედება განსაზღვრავს.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Wise Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: