ფუნდამენტური ანალიზი

ფედრეზერვმა მოლოდინი გაამართლა - განაკვეთი ნახევარი პროცენტით გაზარდა

05-May-2022 00:45:12

შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის ღია ბაზრის ფედერალურმა კომიტეტმა, დოლარზე განაკვეთი 0.50 პროცენტით გაზარდა. 2000 წლის შემდეგ, ეს განაკვეთის ყველაზე მკვეთრი ზრდაა.

ამგვარად, დოლარზე საბაზისო საპროცენტო განაკვეთი, 0.75-1.00 პროცენტიან დიაპაზონში მოექცა. ფედრეზერვის ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც ფედრეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელმა აპრილში გამოაცხადა, რომ განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდა განიხილებოდა.

კომიტეტის სხდომის შემდეგ, ფედრეზერვმა გამოაცხადა, რომ განაკვეთის ზრდა მომდევნო შეხვედრებზეც იგეგმება. არ დაკონკრეტებულა ზრდის ტემპი. თუმცა პაუელის თქმით, განაკვეთის ნახევარ პროცენტზე მეტით აწევა, ცენტრალური ბანკის გეგმებში არაა.

პაუელის თქმით, იმ შემთხვევაშიც, თუ ინფლაცია მიზნობრივ 2-პროცენტიან დონეს მნიშვნელოვნად გასცდება, ფედრეზერვი განაკვეთის 75 პუნქტით აწევას მაინც არ განიხილავს. ცნობისათვის, ძირეული ინფლაციის მაჩვენებელი მარტში 5.2 პროცენტი იყო.

ინფლაციის ზრდა კვლავაც მოსალოდნელია, რადგან ჩინეთში კორონავირუსის ახალმ ტალღამ იფეთქა, რაც მსოფლიო ბაზარზე, მიწოდების სფეროში შეფერხებებს კვლავ გააღრმავებს. ეს კი მსოფლიო ეკონომიკას ახალ რისკებს შეუქმნის. ამ მიზეზის გამო, ფედრეზერვში ფიქრობენ, რომ მაღალი ინფლაცია უფრო დიდხანს დარჩება, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

განაკვეთის ზრდის გარდა, ფედრეზერვმა გამოაცხადა, რომ მალე დაიწყებს მის ხელთ არსებული აქტივების გაყიდვას, რომელთა ჯამური ღირებულებაც, 9 ტრილიონ დოლარს აღწევს. ეს მონტარული პოლიტიკის გამკაცრების და შედეგად, ინფლაციის დასუსტების კიდევ ერთი საშუალება იქნება.

აქტივების ბალანსის შემცირების პროცესი 1 ივნისს დაიწყება. მისი ტემპი, თვეში 47.5 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივების გაყიდვა უნდა იყოს. პარალელურად, ფედრეზერვი მის განკარგულებაში არსებული სხვა აქტივების გაყიდვასაც დაიწყებს. დროთა განმავლობაში, აქტივების გაყიდვის ტემპიც გაიზრდება.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Alfa Bank
Wise Bank
Sber Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: