ფუნდამენტური ანალიზი

ფედრეზერვმა განაკვეთი ისევ 0.75 პროცენტით გაზარდა

22-Sep-2022 01:17:11

როგორც მოსალოდნელი იყო, შეერთებული შტატების ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ, დოლარზე განაკვეთი ისევ 75 საბაზისო ერთეულით გაზარდა. ამასთან, ცენტრალურმა ბანკმა გამოაცხადა, რომ წელს კიდევ გეგმავს განაკვეთის მკვეთრ ზრდას. სექტემბრის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, დოლარის საპროცენტო განაკვეთი 3.00-3.25 ფარგლებში მოექცა.

ცენტრალურ ბანკს გადაწყვეტილი აქვს, რომ წლის ბოლოსთვის განაკვეთი 4.40 პროცენტამდე გაზარდოს. მომავალ წელს კი განაკვეთი მინიმუმ 4.60 პროცენტამდე გაიზრდება. მონეტარული პოლიტიკის ასეთი გამკაცრების მთავარი საბაბი, ინფლაციასთან ბრძოლაა.

იმავდროულად, ცენტრალური ბანკის პროგნოზის შესაბამისად, წლის ბოლო კვარტალში ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 0.2 პროცენტამდე დაიწევს, მომავალ წელს კი 1.2 პროცენტამდე გაიზრდება. უმუშევრობის დონე, ახლანდელი 3.7 პროცენტიდან, წლის ბოლოს 3.8 პროცენტამდე აიწევს, მომავალ წელს კი 4.4 პროცენტს მიაღწევს.

რაც შეეხება ინფლაციას, მიზნობრივ 2-პროცენტიან დონემდე მისი ჩამოყვანა, 2025 წლისთვის იგეგმება. შესაბამისად, განაკვეთის დაბლა დაწევა 2024 წლამდე მოსალოდნელი არაა.

ფედრეზერვის მიერ, თავისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, დოლარმა 20-წლიანი მაქსიმუმი განაახლა. 2-წლიანი სახაზინო ბონდების მომგებიანობამ, 2007 წლის შემდეგ უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია, 10-წლიანი ბონდებისა კი ბოლო 11 წლის მაქსიმუმამდე გაიზარდა.

მიმდინარე წელს ფედრეზერვს ორჯერ მოუწევს მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრა. პროგნოზის შესაბამისად, განაკვეთი 1.25 პროცენტით უნდა გაიზარდოს. ეს ნიშნავს, რომ 0.75 პროცენტით ზრდა ერთხელ არის მოსალოდნელი.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Alfa Bank
Wise Bank
Sber Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: