ფუნდამენტური ანალიზი

ფედრეზერვის ჰარკერი განაკვეთის ზრდის მარტში დაწყებას ემხრობა

13-Jan-2022 18:11:20

ფილადელფიის ფედრეზერვის პრეზიდენტი პატრიკ ჰარკერი თვლის, რომ ინფლაციის ზრდის შესაჩერებლად, შეერთებული შტატების ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ, დოლარზე განაკვეთის აწევის პროცესი მარტში უნდა დაიწყოს.

„მე ვფიქრობ, რომ აქტივების შესყიდვის პროგრამას მარტამდე შევაჩერებთ. ამის შემდეგ, შესაძლებელია იმაზე ფიქრი, რომ განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით ავწიოთ. და განაკვეთის ზრდას წლის განმავლობაშიც გავაგრძელებთ, თუ ამის საშუალებას სტატისტიკა მოგვცემს“, - ამბობს ჰარკერი.

ცენტრალურმა ბანკმა, კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის მხარდასაჭერად, სტიმულირების პროგრამა ორი წლის წინათ დაიწყო. დღეს კი მისთვის მთავარი თავსატკივარი, სწრაფად მზარდი ინფლაციაა. სწორედ ინფლაციასთან ბრძოლისთვის არის საჭირო სტიმულირების დასრულება და განაკვეთის აწევა.

ჰარკერმა „ფაინენშლ ტაიმსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ წლის განმავლობაში, განაკვეთის სამჯერ აწევას უჭერს მხარს. უფრო მეტიც, არ გამორიცხავს ამის მეტჯერ გაკეთებას, თუ ინფლაციასთან დაკავშირებული სიტუაცია გაუარესდება.

იმ დროს, როდესაც ინფლაცია ახლოსაა ბოლო 40 წლის მაქსიმალურ მაჩვენბელთან და შორს გასცდა ფედრეზერვის საშუალო მიზნობრივ 2-პროცენტიან დონეს, ცენტრალური ბანკის წევრთა უმეტესობა თვლის, რომ განაკვეთის აწევის მარტში დაწყება რეალურია.

მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზების დაწყებას ემხრობა ფედრეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი, ვისი არგუმენტიც არის მყარი ეკონომიკა, რომელზეც ვარიანტ ომიკრონის გავრცელება უკვე ვეღარ აზარალებს. მისი თქმით, ეკონმიკას „აღარ სჭირდება და აღარ სურს“ სტიმულირება. მან განაცხადა, რომ ინფლაციასთან ბრძოლისთვის, განაკვეთის აწევა და ფედრეზერვის 8 ტრილიონ დოლარიანი ბალანსის შემცირება აუცილებელია.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Alfa Bank
Wise Bank
Sber Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: