ფუნდამენტური ანალიზი

ფედრეზერვის ბარკინი ინფლაციასთან ბრძოლაში უკან დახევას გამორიცხავს

10-Nov-2022 10:03:46

რიჩმონდის ფედრეზერვის პრეზიდენტი თომას ბარკინი ამბობს, რომ ცენტრალური ბანკის მთავარი მიზანი, ინფლაციის 2-პროცენტიან დონეზე დაბრუნებაა და ამ ბრძოლის შეფერხება არც იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ამ პროცესში, რომელიც დროში შეიძლება გაიწელოს, ეკონომიკა დაზარალდება.

„ფედრეზერვი ვერ დაუშვებს იმას, რომ ინფლაციამ ზრდა გააგრძელოს და მისი შემცირების მოლოდინები გადაჭარბებული იყოს. თუ ეკონომიკის კლების შიშით, უკან დახევას ვეცდებით, მაშინ ინფლაცია უფრო ძლიერად შემოგვიტევს და მეტ დაძაბულობას შექმნის. ესაა იმის მიზეზი, რომ ფედრეზერვი ყოყმანის გარეშე ღებულობს გადაწყვეტილებებს და პრობლემის თვითდინებაზე მიშვებას არ აპირებს. ჩვენ ვიცით, რომ ინფლაცია მტკივნეულია და ის ყველას ეჯავრება“, - ამბობს ბარკინი, ვინც ფედრეზერვის გადაწყვეტილებების მიღებისას, წელს კენჭისყრებში არ მონაწილეობს.

როგორც ცნობილია, ფედერალური სარეზერვო სისტემა აგრესიული ტემპით ზრდის დოლარზე განაკვეთს, რასაც ინფლაციასთან ბრძოლის ძირითად იარაღად იყენებს. უკვე დაახლოებით 40 წელი, რაც ფედრეზერვი მონეტარული პოლიტიკის ასეთი აგრესიული ტემპით გამკაცრებისგან თავს იკავებს. აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი ზედიზედ ოთხჯერ ასწია 0.75 პროცენტით, რის შემდეგაც, განაკვეთის დიაპაზონი 3.75-დან 4.00 პროცენტის ფარგლებში მოექცა.

ფედრეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელმა ბოლო სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ განაკვეთი ალბათ იმაზე მეტად გაიზრდება, ვიდრე ადრე იყო დაგეგმილი. თუმცა ისიც დაამატა, რომ ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთის ზრდის ტემპი შეიძლება შეამციროს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ შესაძლოა, ფედრეზერვმა დეკემბრის სხდომაზე განაკვეთი შეიძლება 50 საბაზისო პუნქტით ასწიოს.

ბოლო მონაცემებით, წლის დასაწყისიდან სექტემბრის ჩათვლით, ინფლაციამ 6.2 პროცენტს მიაღწია. ფედრეზერვის კი ინფლაციის მიზნობრივი დონე 2 პროცენტია.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Alfa Bank
Wise Bank
Sber Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: