ფუნდამენტური ანალიზი

ფედრეზერვი დიდი ალბათობით, პოლიტიკის ნორმალიზებას წელს აპირებს

12-Jan-2022 14:07:13

შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზება წელსვე განახორციელოს. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, დოლარზე საპროცენტო განაკვეთის ზრდის დაწყებაც იგულისხმება.

მაგრამ სენატში გამოსვლისას, მანვე დასძინა, რომ ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთის არეალში დარჩენის ალბათობა დიდია. ის ვარაუდობს, რომ წლის მეორე ნახევარში, შესაძლოა ცენტრალურმა ბანკმა, მის ბალანსზე არსებული აქტივების მოცულობის შემცირებაც დაიწყოს.

პაუელი ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ფედრეზერვს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. მისი თქმით, ამას 2-4 სხდომაზე განხილვები დასჭირდება. მაგრამ როცა ეს მოხდება, ბალანსის შემცირება ჩვეულებრივზე სწრაფი ტემპით განხორციელდება.

ფედრეზერვის შეფი ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკას, ფინანსური სტიმულირება აღარ სჭირდება, რასაც სწრაფად მზარდი ინფლაცია ადასტურებს. ცნობისათვის, ინფლაცია კარგა ხანია გასცდა ცენტრალური ბანკის მიზნობრივ საშუალო 2-პროცენტიან დონეს და მასზე გაცილებით მაღლა იმყოფება.

პაუელის თქმით, ფასების ზრდას ახლა უფრო მეტი ყურადღება ესაჭიროება, ვიდრე მაქსიმალური დასაქმების მიღწევას. და რომ, სტიმულირების პროგრამების დასრულება, შრომის ბაზრის განვითარებაზე უარყოფით გავლენას არ იქონიებს.

ამასთან, ნორმალიზაციის ტემპთან დაკავშირებით, ფედრეზერვს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ცენტრალური ბანკი სიტუაციას დააკვირდება და გადაწყვეტილებასაც, საჭიროების შესაბამისად მიიღებს. პაუელისვე თქმით, ომიკრონის სწრაფ გავრცელებას, დასაქმებასა და ეკონომიკის განვითარებაზე, ხანმოკლე ზემოქმედება ექნება და როგორც კი პანდემიის ახალი ტალღა ჩაივლის, ეკონომიკის პროგნოზი დადებითად შეიცვლება.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Alfa Bank
Wise Bank
Sber Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: