ტექნიკური ანალიზი

EURUSD ისევ გვერდულ მოძრაობას აგრძელებს

27-Dec-2021 17:21:41

საშობაო არდადეგებზე ბაზრებზე მოძრაობა მინიმუმამდეა დასული. დღესაც ბევრ ქვეყანაში დასვენების დღე იყო და რა თქმა უნდა, ტრეიდერები და ინვესტორები სულის მოთქმის საშუალებას ხელიდან არ გაუშვებენ.

ამ ყველაფრის ფონზე, სააქციო ბაზარი ზრდას აგრძელებს, რაც რისკიან აქტივებზე მოთხოვნას ზრდის. მაგრამ სიფრთხილე მაინც იგრძნობა, რადგან კორონავირუსის პანდემია ახალ შეტევას ამზადებს.

აღნიშნულ გარემოებათა გამო, ყველაზე მაღალი მოთხოვნა, ეგრეთ წოდებულ სასაქონლო ვალუტებზეა, რომელთა სიმყარესაც, ნედლეულზე მოთხოვნა და ფასები განსაზღვრავს.

შექმნილ სიტუაციაში, EURUSD გვერდულ მოძრაობას აგრძელებს. ყალიბდება სამკუთხედი, რომელიც დავარაუდოდ, მე-4 ტალღაა, ან მე-4 ტალღის b ქვე-ტალღა. რომელია ამ ორიდან, ამას წყვილის შემდგომი მოძრაობა დაადასტურებს.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Alfa Bank
Wise Bank
Sber Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: