ტექნიკური ანალიზი

EURUSD გვერდულ მოძრაობას აგრძელებს

22-Dec-2021 14:06:31

უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ყველაზე პოპულარული წყვილი გვერდულად მოძრაობს. იყო ვარაუდი, რომ EURUSD სიმშვიდეს ამ კვირაში დაარღვევდა, მაგრამ ასე არ მოხდა. სულ ცოტა ხნის წინ, ამ მოძრაობას თითქოს სოლის ფორმა ჰქონდა, მაგრამ ისიც დაირღვა და ახლა წყვილი ერთგვარ არხში მოძრაობს.

არაა გამორიცხული, რომ შობის არდადეგებამდე, წყვილმა რომელიმე მიმართულება აირჩიოს. დაღმავალი ტრენდიდან გამომდინარე, დიდი შანსია იმისა, რომ წყვილი ქვევით მოძრაობას გააგრძელებს. შესაბამისად, საჭიროა მიმდინარე წლის მინიმუმის (1.1186) გადალახვა. მომდევნო ძლიერი მხარდაჭერის დონე 1.1000 იქნება.

თუ წყვილმა აღმასვლა გადაწყვიტა, ჯერ პირველი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევს, რომლის როლშიც, უახლოესი მაქსიმუმი (1.1360) დახვდება. შემდეგ კი მაისში დაწყებული დაღმავალი ტრენდულ ხაზს, 2020 წლის მარტის მაქსიმუმს და 1.1500 დონესთან შეხვედრა მოუწევს.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Alfa Bank
Wise Bank
Sber Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: