ტექნიკური ანალიზი

EURUSD და დოლარის ინდექსი დიდი მოძრაობისთვის ემზადებიან

11-Jan-2022 21:02:20

EURUSD გვერდით მოძრაობას აგრძელებს. ფასის მოძრაობის დიაპაზონი ვიწროვდება და ოდნავ მაღლა ადის, თან აღმავალ სოლს აყალიბებს. ასე ნოემბრის ბოლოდან გრძელდება, რასაც ფონად ერთვის გარიგებათა მოცულობის კლება. მაგრამ ასე დიდხანს არ გაგრძელდება. წყვილის ფასი, ადრე თუ გვიან, სოლის ფარგლებს დატოვებს და რომელიმე მიმართულებას აირჩევს.

იმის გათვალისწინებით, ევრო-დოლარის სავაჭრო მოცულობა, დოლარის ინდექსის (DXY) 57 პროცენტს განსაზღვრავს, ამ უკანასკნელის მოძრაობა, ყველაზე პოპულარული წყვილის საპირისპირო მიმართულებით ვითარდება, რაზეც აქ მოყვანილი გრაფიკებიც მეტყველებს.

მაინც რა მიმართულებით წავა EURUSD და DXY? ამის თქმა ჯერჯერობით ძნელია. თუმცა ის ფაქტია, რომ წყვილის ტრენდი დაღმავალია და სავარაუდდ, ამ მოძრაობას გაგრძელების რეალური შანსი აქვს.

მაგრამ სოლის აღმავალი მიმართულება შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ შესაძლოა, ევრომ გამყარება მცირე ხანს კიდევ გააგრძელოს. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, უკეთესი იქნება, თუ პოზიციები მხოლოდ გარღვევის დაფიქსირების შემდეგ გაიხსნება.

EURUSD-ის გრაფიკზე, სოლის ქვედა ზღვარის გადალახვის შემდეგ, გარღვევა 1.1272-ის ქვევით დარჩენის შემთხვევაში დადასტურდება. თუ ასე მოხდა, მხარდაჭერის მომდევნო დონეებად შეიძლება 1.1186-ის და 1.1100-ის მონიშვნა. სოლის ზედა ზღვარის გადალახვის შემთხვევაში, პირველი წინააღმდეგობა ზედა ტრენდული ხაზია, მომდევნო კი - 1.1495, რაც 2020 წლის მაისის მაქსიმუმს ემთხვევა.

საინტერესოა, რომ სოლი/სამკუთხედი ყალბი გარღვევის რისკსაც შეიცავს. ასე რომ, გარღვევის დაფიქსირების შემდეგაც, სიფრთხილეა საჭირო. შეიძლება სხვაგვარად მოქმედებაც: გარღვევის მიმართულებით პოზიციის გახსნა და თუ ფასი შემობრუნდა და პოზიცია დახურა, განმეორებითი პოზიციის გახსნა, მხოლოდ ახალი დამადასტურებელი სიგნალის მიღების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Alfa Bank
Wise Bank
Sber Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: